უსაფრთხოება პროდუქტის ნაწილია და არა დამატება

ჩვენი პროდუქტები ბანკების, კლინიკებისა და მაღაზიების მონაცემებთან მუშაობს. აი, როგორ ვიცავთ მათ.

დაშიფვრა

TLS ყველგან. გასაღებები და საიდუმლოებები ბაზაში დაშიფრულად ინახება, პაროლები argon2id-ით.

წვდომის კონტროლი

როლები, ორსაფეხურიანი ავთენტიფიკაცია, ოთხი თვალის დადასტურება სენსიტიურ ქმედებებზე.

აუდიტი

ყოველი მნიშვნელოვანი ცვლილება აღირიცხება: ვინ, რა და როდის.

კომპანიების იზოლაცია

თითო კომპანიის მონაცემები გამიჯნულია და ეს ტესტებით მოწმდება.

მონაცემების მინიმიზაცია

ვინახავთ მხოლოდ საჭიროს, განსაზღვრული ვადით. ექსპორტი და წაშლა მოთხოვნისთანავე.

On-prem ვარიანტი

მონაცემები და AI მოდელი შეიძლება მთლიანად თქვენს ინფრასტრუქტურაში დარჩეს.

იპოვეთ სისუსტე?

მოგვწერეთ phasisinfo@gmail.com მისამართზე. ყველა შეტყობინებას ვიხილავთ და გიპასუხებთ.

phasisinfo@gmail.com