კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 8 ოქტომბერი

ვინ ვართ

PhasisAI (შემდგომში „ჩვენ") არის ამ საიტის მფლობელი და თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი. კითხვებისთვის მოგვწერეთ: phasisinfo@gmail.com.

რა მონაცემებს ვაგროვებთ

როცა ფორმას აგზავნით (კონტაქტი, დემო, ფასი, ჩამოტვირთვა): სახელი, ელფოსტა და, თუ მიუთითებთ, კომპანია, ტელეფონი და შეტყობინება.

ვიზიტების სტატისტიკა (საკუთარი სისტემით, მესამე მხარის გარეშე): რომელი გვერდი ნახეთ, საიდან მოხვედით, ენა, მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპი. IP მისამართი ინახება 30 დღე უსაფრთხოების მიზნით (თავდასხმებისა და ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად), შემდეგ ავტომატურად იშლება; სტატისტიკა IP-ის გარეშე ინახება არაუმეტეს 13 თვისა.

ფორმის გაგზავნისას IP მისამართს სრულად არ ვინახავთ, მხოლოდ მის ცალმხრივ, გასაღებით დაშიფრულ ანაბეჭდს სპამის აღმოსაჩენად.

საიტი არ იყენებს cookie-ებს თქვენი თვალთვალისთვის და არც სარეკლამო ან მესამე მხარის სერვისებს. ბრაუზერში ინახება მხოლოდ თქვენ მიერ არჩეული თემა (ღია/მუქი).

რისთვის ვიყენებთ

თქვენს მოთხოვნაზე პასუხისთვის: დემო, შეთავაზება, ინსტალაციის დახმარება. სიახლეებს მხოლოდ თქვენი ცალკე თანხმობით გიგზავნით და მისი გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

რამდენ ხანს ვინახავთ

მოთხოვნები ინახება არაუმეტეს 2 წლისა, შემდეგ ავტომატურად იშლება. უფრო ადრე წაშლაც შეგიძლიათ მოითხოვოთ.

ვის გადაეცემა

მონაცემებს არ ვყიდით. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ PhasisAI-ის თანამშრომლებს, რომლებსაც ეს სამუშაოსთვის სჭირდებათ, და ჰოსტინგის/ელფოსტის მომწოდებლებს, ხელშეკრულების ფარგლებში.

თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა, ან დაამუშავების შეწყვეტა. მოგვწერეთ: phasisinfo@gmail.com. გიპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში.

უსაფრთხოება

კავშირი დაშიფრულია (HTTPS). ადმინისტრაციულ პანელზე წვდომა შეზღუდულია და ყოველი მოქმედება აუდიტში აისახება.